ერაყის ქალაქ ერბილში რამდენიმე რაკეტა ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოსთან ჩამოვარდა. ადგილობრივი ჟურნალისტის ინფორმაციით, საუბარია 5 რაკეტაზე.
აღსანიშნავია, რომ საკონსულოსთან ახლოს ქალაქის აეროპორტიც მდებარეობს. ამ დრომდე უცნობია თუ ვინ განახორციელა თავდასხმა და რომელი ობიექტი იყო კონკრეტულად სამიზნე. გარდა ამისა, დაზიანდა ადგილობრივი მედიის - Kurdistan 24-ის შენობაც.
აფეთქებების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალები Twitter-ზე ჟურნალისტმა გაავრცელა.
ერაყის ჯანდაცვის მინისტრის სამან ბარზანჯის თქმით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.